|
PIA-ს როგორც თავდაპირველ, ასევე სათაურშეცვლილ მასალაში წყაროდ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მოყვანილი. ისევე როგორც Reuters-ის ინფორმაციაში, ასევე თავად PIA-ს მასალაში საუბარია ერდოღანის ბრალდებაზე პენსილვანიაში მცხოვრები მუსლიმი კლერიკის ფეტულა გიულენის მიმართ, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ბრძანებეს პენსილვანიიდან იძლეოდა. PIA-ს თავდაპირველი სათაური, რომელიც მოგვიანებით სააგენტომ შეცვლა, შეუსაბამო იყო ინფორმაციის ტექსტთან, რადგან რეჯიპ ერდოღანმა გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა არა ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ ამერიკაში მცხოვრები ერთი კონკრეტული პიროვნება.
|