|
სახალხო დამცველმა ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგის შედეგებიც წარმოადგინა. სახალხო დამცველის თანამშრომელმა ეკატერინე სხილაძემ ნაკლოვანებებზე ისაუბრა და რეკომენდაციები წარმოადგინა გაეროს ბანგკოკის წესების საფუძველზე ქალ პატიმართა მოპყრობის თაობაზე, სადაც განსაკუთრებულად იყო ხაზგასმული, თუ რამდენად საჭიროა ცხელ წყალზე, ჰიგიენურ საფენებსა და ჯანდაცვის მომსახურებებზე დროული ხელმისაწვდომობა, ასევე ზომების მიღება გარესამყაროსთან, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებთან კონტაქტის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
|