brussels belgium – -Translation – Keybot Dictionary

Spacer TTN Translation Network TTN TTN Login Deutsch Français Spacer Help
Source Languages Target Languages
Keybot 2 Results  www.eurocommunicator.ge
  Euro Communicator  
Georgia has moved to a new stage of relations with European Union (EU) by signing Association Agreement (AA), which took place in Brussels, Belgium on June 27. 1, 135-page document was signed by Irakli Gharibashvili, Georgian Prime Minister, Herman Van Rompuy, President of the European Council and José Manuel Barroso, President of the European Commission and the leaders of 28 EU member states. At the next stage the agreement is due to be ratified by the Georgian Parliament, parliaments of 28 EU countries and the European Parliament. The part of the agreement will be enforced from 2015, while the other parts including Deep and Comprehensive Free Trade Area (DCFTA) from September 1. Georgia and the EU has already adopted an Association Agenda, which constitutes a three-year timetable (2014-2016) setting out priorities for the implementation of the Association Agreement. AA envisages implementing internal reforms in Georgia. Action Plan covers developing almost all the spheres of political, social and economic areas of the country and aims at gradual harmonizing Georgia with the EU standards. The Georgia-EU Association Agreement was initialed at the Eastern Partnership Vilnius summit on November 29, 2013.
27 ივნისს, ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდა. 1 135-გვერდიან დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ, ასევე ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის ლიდერმა მოაწერეს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი ნაბიჯი პარლამენტების მიერ დოკუმენტის რატიფიკაციაა. ხელშეკრულება ძალაში საქართველოსა და ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის პარლამენტის, ასევე ევროპარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ შევა. ხელშეკრულების ნაწილი 2015 წლიდან, ხოლო ნაწილი, მათ შორის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, სექტემბრიდან ამოქმედდება. უკვე მიღებულია "ასოცირების დღის წესრიგი", რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას წარმოადგენს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოში შიდა სახელმწიფოებრივ რეფორმას ითვალისწინებს. სამოქმედო გეგმა ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს ეტაპობრივ დაახლოებას ისახავს მიზნად. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე, ვილნიუსში, 2013 წლის 29 ნოემბერს განხორციელდა.
  Euro Communicator  
123 votes for and 0 against - the Parliament of Georgia unanimously ratified Association Agreement with the EU on July 18. The extraordinary session of the parliament was attended by European Commissioner for Enlargement and European Neighborhood Policy Stefan Fule, Foreign Ministers of Bulgaria and Latvia, Georgia’s President, Prime Minister as well as the members of Georgian government. “I’ve come to the Georgian Parliament in order to have opportunity to take part in the historical process. The ratification of an ambitious agreement on political association and economic integration with the EU is the basis for Georgia's EU aspiration and vice versa – EU’s aspiration toward Georgia.” “Also, I’ve come to assure Georgian lawmakers and all the citizens of Georgia that you can count on the European Union to support you in implementing this agreement, which is the prerequisite of the reforms, an investment in tomorrow, the way to modernize your country! “ – Stefan Fule said. The agreement is due to be ratified by parliaments of 28 EU countries and the European Parliament. The first EU state which ratified the document was Romania, followed by the parliaments of Latvia and Lithuania. Georgia and the European Union signed an Association Agreement on June 27 in Brussels, Belgium. The Georgia-EU Association Agreement was initialed at the Eastern Partnership Vilnius summit on November 29, 2013.
123 მომხრე არცერთის წინააღმდეგ - ამ შედეგებით18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. პარლამენტის საგანგებო სხდომას გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ბულგარეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრნენ . "მე მოვედი საქართველოს პარლამენტში იმისათვის, რათა ისტორიულ პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მომეცეს. ევროკავშირის პოლიტიკური წევრობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ამბიციური შეთანხმების რატიფიცირება არის ბაზისი საქართველო ევროპისკენ სწრაფვისა და პირიქით - ევროპის სწრაფვისა საქართველოსკენ. ასევე, მოვედი იმისთვის, რათა დავარწმუნო პარლამენტარები და მათი საშუალებით საქართველოს ყველა მოქალაქე, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით ამ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხში, რაც არის რეფორმების საწინდარი, არის ინვესტიცია მომავალში, რაც არის გზა თქვენი ქვეყნის მოდერნიზებისკენ," - განაცხადა შტეფან ფულემ. ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე მისი რატიფიცირება ასევე ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის პარლამენტმა და ევროპარლამენტმა უნდა მოახდინოს. ევროკავშირის წევრი პირველი სახელმწიფო, რომელმაც შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა რუმინეთი იყო. შემდეგ კი დოკუმენტის რატიფიცირება ლიტვის და ლატვიის პარლამენტებში მოხდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი ბრიუსელში 27 ივნისს მოეწერა. ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე, ვილნიუსში, 2013 წლის 29 ნოემბერს განხორციელდა.