|
|
სპეცოპერაციის ამსახველი კადრები აჩვენა საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც, რომელმაც გასული წლის 19 სექტემბერს პატიმართა წამების კადრების ჩვენებისგან თავი შეიკავა, რადგან, მისი განმარტებით, მაუწყებელს არ აქვს გადაუმოწმებელი მასალის ეთერში გაშვების უფლება. რატომ გაუშვა აგრეთვე გადაუმოწმებელი მასალა ეთერში ამჯერად მაუწყებელმა და რამდენად ეთიკურად მოიქცა ის, ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს წევრმა, გიორგი მელაძემ Media.Ge- ს უთხრა, რომ თუ ვინმე ამ თემზე საჩივარს შეიტანს მაუწყებელში სამეურვეო საბჭო მას პასუხს დასკვნის სახით გასცემს.
|