|
|
1939 წელს მტკვრისპირელებმა მოსკოვის ცსკა- ს უმასპინძლეს და იმ დაუვიწყარ შეხვედრაში 5:4 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ თბილისელები 1:4 აგებდნენ, მატჩის მეორე ნახევარში კი ოთხი ბურთის გატანა მოახერხეს. ასლან ხარბედიას დუბლს თითო გოლი მიხეილ ბერძენიშვილმა, ბორის პაიჭაძემ და გაიოზ ჯეჯელავამ მიამატეს. 1962 წელს დინამო იმავე გუნდთან 0:1 დამარცხდა. 1964 წელს ჩატარებული მატჩი კი ქართული ფეხბურთისა და დინამო თბილისის ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი. ტაშკენტში ჩატარებულ საჩემპიონო შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მოსკოვის ტორპედო 4:1 დაამარცხა და პირველად დაეუფლა სსრკ- ს ჩემპიონატის ოქროს მედლებს. ოქროს მატჩში თავის გამოჩენა ილია დათუნაშვილმა (ორჯერ), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა მოახერხეს.
|