|
|
ავტოქარხანა «КрАЗе»-ს ოფიციალური საიტიდან კი ირკვევა, რომ ნიგერიის შეიარაღებული ძალების მექანიკოსებმა კრემენჩუგში მდებარე ქარხანაში გაიარეს ორკვირიანი სწავლების კურსი კრაზის ავტომანქანების ტექნიკური ექსპლუატაციის, მომსახურებისა და რემონტის შესახებ, რაც ორ ქვეყანას შორის ხელშეკრლებით გათვალისწინებული ვალდებულება იყო. როგორც stopfake.org-ი განმარტავს, სავარაუდოდ, რუსული საიტების მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციებში მითითებული შავკანიანები, რომლებიც ხარკოვის სასტუმროში იმყოფებოდნენ, ნიგერიელი მექანიკოსები იყვნენ.
|