|
|
26 ივლისს დინამო თბილისი ევროთასებზე საიუბილეო, 150- ე შეხვედრას ზაგრებში, მაქსიმირის სტადიონზე, ადგილობრივ დინამოსთან გამართავს. დინამო ზაგრები ხორვატიის ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული კლუბია. ჩვენი მომავალი მეტოქე 1911 წელს დაარსდა და 1945 წლამდე, გამოდიოდა როგორც - პირველი ხორვატული ქალაქური სპორტული კლუბი. 1945 წლიდან 1991 წლამდე გუნდს დაერქვა დინამო, ხოლო მომდევნო 2 წელი ჰაშკის სახელით ასპარეზობდა. 1993- დან 2000 წლამდე ზაგრებელები კროაციას სახელით თამაშობდნენ, 2000 წლიდან კი ისევ ძველი სახელი- დინამო დაიბრუნეს. დინამო საშინაო მატჩებს მაქსიმირის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 39 000 მაყურებელზეა გათვლილი. მთავარი საკლუბო ფერი კი - ლურჯია.
|