|
|
Neither the prosecutor"s office, nor the government, should forget that Georgia is in war today, 20% is occupied and practically military bases are about 35 kilometers from Tbilisi and you know what is happening in Abkhazia too. Therefore, Anaklia should be implemented. The Russians have their own interest and this interest has not stopped for 28 years. What do you think that if there are no diplomatic relations, we do not have people who are working for Russia? We see very well what is happening, even if we take uncomfortable and very bad statement of Karasin, what right has of the Deputy Foreign Minister to threaten the country? "- said Zviad Chumburidze.
|
|
|
„ის რაც ჩვენ ვნახეთ პარლამენტში, ამას ხომ ელჩები ხედავენ?! ამას ხომ ხედავენ, რომ ელემენტარული მოსმენა უნდა მისცე საშუალება, რომ ბიზნესს და ნებისმიერს ვთქვათ ამ შემთხვევაში კომპანიას, როდესაც ასეთი ქეისია, ასეთი შემთხვევა, ელემენტარულად მოუსმინო. თუ ამას ამის საშუალებას არ მისცემს , სწორედ ეს იწვევს კითხვებს. ნურც პროკურატურას, ნურც მთავრობას, ნურც საზოგადოებას, ნურც ბიზნესს ნუ დაავიწყდება, რომ საქართველო დღეს არის ომში, 20% არის ოკუპირებული და პრაქტიკულად სამხედრო ბაზები გვიდგას თბილისიდან დაახლოებით 35 კილომეტრში და იცით აფხაზეთშიც რა ხდება. გამომდინარე აქედან ანაკლია უნდა განხორციელდეს და ამას ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ფოთის პორტი არ განვითარდეს, განვითარდეს ფოთის პორტი, მაგრამ რა უშლის ხელს იმას, რომ ყველამ ერთად რაღაცა ვთქვათ ასე, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც შენ ევროპასთან დაგაახლოვეს, ქვეყანას გააძლიერებს, ეს უნდა განვითარდეს. რუსებს რა თქმა უნდა თავისი ინტერესი აქვთ და ეს ინტერესი 28 წლის მანძილზე არ შეჩერებულა. თქვენ რა გგონიათ, რომ რახან დიპლომატიური ურთიერთობა არ არის, რა აქ არ არიან ის ადამიანები ვინც რუსეთზე მუშაობენ? ძალიან კარგად ვხედავთ რაც ხდება, როგორ ძალისხმევითაც არის, თუნდაც ის პირდაპირ გეტყვით, არასასიამოვნო და ძალიან ცუდი განცხადება კარასინის, რა უფლება აქვს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დამოუკიდებელ ქვეყანას ესეთ რაღაც დავარქვათ მუქარით ელაპარაკოს?”-განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
|