|
|
Aluda Ketelauri, first and foremost, shows an exceptional importance of a person who is more valuable,should be respected more, deserves a higher degree of honor and support than the rules or customs established throughout centuries, long-standing habits and conventionalities of the majority or even a community.
|
|
|
„ალუდა ქეთელაურში", უწინარეს ყოვლისა, დანახული და ნაჩვენებია პიროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობა, - პიროვნებისა, რომელიც უფრო ფასეულია, უფრო დასაფასებელია, უფრო მეტ პატივსა და მხარდაჭერას იმსახურებს, ვიდრე თვით საუკუნეთა განმავლობაში დანერგილი წესები თუ გადმოცემები, ვიდრე უმრავლესობის ან თუნდაც თემის ხანგრძლივი ჩვევები და დამკვიდრებული დადგენილებანი. ალუდა თუნდაც უცხოში, თუნდაც მისგან განსხვავებულში ხედავს ადამიანის განსაკუთრებულობას, რაც უზომოდ ძვირფასი ხდება მისთვის. ხოლო ამგვარი დანახვის შესაძლებლობა გარდაუვალად მოიტანა იმან, რომ იგი თავადაა დამოუკიდებელი და საკუთარი საქციელის მიმართ პასუხისმგებელი ადამიანი.„ალუდა ქეთელაურის" მსგავსად, „სტუმარ-მასპინძელშიც" წარმოჩენილია ადამიანის სრულიად თავისთავადი ღირებულება, თუნდაც იგი მოწინააღმდეგის, მტრის ბანაკს ეკუთვნოდეს. ამის დანახვა და გაცხადება ტრაგიკულად ძვირად დაუჯდება ჯოყოლას, რომელიც ამ თავისუფალი აღიარების ფასად თემის სასტიკ სასჯელსაც არ უშინდება, რაკი იგი გამორჩეულ პიროვნებას უფრო მაღლა დააყენებს, ვიდრე იმ კოლექტივს, რომელსაც ბუნებრივად ეკუთვნოდა. ღირსშესანიშნავია, რომ ქმრის გვერდით აღმოჩნდება აღაზაც, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილების შეუპოვარი ერთგულების გამო, ქმრის მსგავსად და ქმართან ერთად, თანამოძმეთა მიერ საზოგადოებრივად დაისჯება.
|