|
|
აღსანიშნავია, რომ იმავე ინტერვიუში მანანა კობახიძე საუბრობს ტელეკომპანია კავკასიაში მომხდარ ინციდენტზე, სადაც რადიკალურად განწყობილმა ჯგუფებმა, რომლებიც გამოირჩევიან შეუწყნარებლობით და ძალადობით სხვადასხვა არადომინანტი ჯგუფების მიმართ, პირდაპირი ეთერი ძალადობრივი ქმედებებით ჩაშალეს. მანანა კობახიძე პირდაპირ გამოხატავს მათ მიმართ სიმპათიას და მხარდაჭერას: " [..] ის, რომ ამ ადამიანებსაც ჰქონდათ გამოხატვის თავისუფლება, მათთვის მიუღებელი იყო გარკვეული პროპაგანდა, ამ შემთხვევაში მამათმავლობის და ლესბოსელობის, რაც ქრისტიანული მორალისთვის არის მიუღებელი – ეს ვთქვი მე. ის, რომ მართლმადიდებლობა ცოდვად თვლის მამათმავლობას და ლესბოსელობას, ეს ჩემი მოგონილი არ არის, სახარებაშიც წერია, წმინდა მამებიც ამბობდნენ და ქრისტე ამბობდა, ეს არ არის ჩემი მოგონილი. მე ვთქვი, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ გამოხატავდნენ გარკვეულ აზრს ეს ბიჭები- მეთქი, რაც ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ის, რაც შეიძლება ევროპაში მიღებულია, მართლმადიდებლური სარწმუნეობისთვის მიუღებელია. ეს ბიჭები გამოხატავდნენ საკუთარ აზრს და არ ჩადიოდნენ დანაშაულს. მაგრამ ეს საქმე დაჭირდათ იმისთვის, რომ თითქოს იცავენ უმცირესობების უფლებებს, ეს იყო მთელი კონტექსტი ამ ინტერვიუსი. ამათ ამოგლიჯეს, თითქოს ევროპაში იცავენ უმცირესობებს და საქართველოში მიუღებელია, ჩვენთვის კი არა, მართლმადიდებლობისთვის არის მიუღებელი მამათმავლობა და ლესბოსელობა”.
|