with penalties – Georgian Translation – Keybot Dictionary

Spacer TTN Translation Network TTN TTN Login Deutsch Français Spacer Help
Source Languages Target Languages
Keybot      20 Results   1 Domain
  20 Hits zuzmak.com  
Georgian national U17 team played on international tournament Development Cup in Belarus. Young crusaders played three matches and won all of them with penalties. The first match against Moldova finished without goals.
საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები ბელარუსში უეფას განვითარების თასზე ასპარეზობდა. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა სამი მატჩი ჩაატარეს და სამივეში მატჩისშემდგომი პენალტების სერიით იმარჯვეს. პირველი შეხვედრა მოლდოვასთან 0:0 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანებში საქართველომ 5:3 იმარჯვა. მეორე მატჩში გიორგი ნემსაძის გუნდი მასპინძლებს, ბელორუსიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, პენალტების სერიაში 5:3 აჯობა მეტოქეს. მესამე და გადამწყვეტი პაექრობა საქართველოსა და ლატვიას შორის გაიმართა. ძირითადი დრო აქაც ყაიმით 1:1 მორჩა, პენალტები კი ჯვაროსნებმა უკეთ შეასრულეს და 6:5 მოიგო. ბელორუსთან და ლატვიასთან გოლები დინამოელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ნაკრებში დინამო თბილისიდან მის გარდა ჩარკვიანი, მოისწრაფიშვილი, დავითაშვილი (კაპიტანი), მექვაბიშვილი, აზაროვი, იაკობიძე, ჯანგველაძე, ხარშილაძე და ჯანგიძე არიან გამოძახებულნი.