|
|
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, საარჩევნოდ 29 პარტია დარეგისტრირდა, რომელთა შორის რამდენიმეს ფართო საზოგადოება არ იცნობს. პარტიების შესახებ გაკეთებული მონიტორინგის მეშვეობით, საშუალება გეძლევათ თვალი გადაავლოთ საქართველოში არსებულ პარტიებსა და გაიგოთ მათი შესაძლო პოლიტიკური მნიშვნელობა. იმის გამო, რომ ხშირად ხდება პოლიტიკურ ლანდშაფტზე ალიანსების ჩამოყალიბება,ახალი პარტიები დაარსება, პარტიების გაქრობა, წინამდებარე მონიტორინგს არ აქვს პრეტენზია სრულყოფილებაზე. ნახსენები პარტიების პოლიტიკური შეფასება და იდეოლოგია დამოკიდებულია თვითწარმოჩენასა და მედიაში გასულ ინფორმაციაზე.
|