|
Georgia has moved to a new stage of relations with European Union (EU) by signing Association Agreement (AA), which took place in Brussels, Belgium on June 27. 1, 135-page document was signed by Irakli Gharibashvili, Georgian Prime Minister, Herman Van Rompuy, President of the European Council and José Manuel Barroso, President of the European Commission and the leaders of 28 EU member states. At the next stage the agreement is due to be ratified by the Georgian Parliament, parliaments of 28 EU countries and the European Parliament. The part of the agreement will be enforced from 2015, while the other parts including Deep and Comprehensive Free Trade Area (DCFTA) from September 1. Georgia and the EU has already adopted an Association Agenda, which constitutes a three-year timetable (2014-2016) setting out priorities for the implementation of the Association Agreement. AA envisages implementing internal reforms in Georgia. Action Plan covers developing almost all the spheres of political, social and economic areas of the country and aims at gradual harmonizing Georgia with the EU standards. The Georgia-EU Association Agreement was initialed at the Eastern Partnership Vilnius summit on November 29, 2013.
|
|
27 ივნისს, ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდა. 1 135-გვერდიან დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ, ასევე ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის ლიდერმა მოაწერეს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი ნაბიჯი პარლამენტების მიერ დოკუმენტის რატიფიკაციაა. ხელშეკრულება ძალაში საქართველოსა და ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის პარლამენტის, ასევე ევროპარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ შევა. ხელშეკრულების ნაწილი 2015 წლიდან, ხოლო ნაწილი, მათ შორის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, სექტემბრიდან ამოქმედდება. უკვე მიღებულია "ასოცირების დღის წესრიგი", რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას წარმოადგენს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოში შიდა სახელმწიფოებრივ რეფორმას ითვალისწინებს. სამოქმედო გეგმა ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს ეტაპობრივ დაახლოებას ისახავს მიზნად. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე, ვილნიუსში, 2013 წლის 29 ნოემბერს განხორციელდა.
|